"ევროპულმა საქართველომ" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად “ევროპულმა საქართველომ” კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა. ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს, ეს დემოკრატიული პროცესისთვის ხელის შეშლა იქნება.