ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის რიგით მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნა.
ერთ სივრცეში 100-ზე მეტი ქართველი ოსტატის ხალხური და ტრადიციული რეწვის ხელნაკეთი ნამუშევრებია წარმოდგენილი. გაიმართება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების, პროდუქციის განვითარების, პერსპექტივებისა და ტენდენციების შესახებ ტრენინგები და კონსულტაციები, ჩატარდება კონკურსი – „საუკეთესო სტენდი“.