არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ესპანეთის მთავრობამ. ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ. “ესპანეთი ელოდება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა გამოძიებას გამჭვირვალედ ჩაატარებს და ამისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს დაეყრდნობა.
ესპანეთის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას.