საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითხოვენ ვალეს მაცხოვრებლები. ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ავარიული კორპუსები დანგრევის პირასაა. ადგილობრივებს უკვე წლებია ცხოვრება წყლის და გაზის გარეშე უწევთ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ქალაქის კეთილმოწყობისთვის სხვადასხვა პროექტები ხორციელდება და პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.