ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსი ვარკეთილში შენდება. კალოუბნის 18 ნომერში მშენებლობის პროცესს დღეს თბილისის მერი გაეცნო. ავარიული კორპუსის ადგილზე 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება იგეგმება. კორპუსში ბინას 29 ოჯახი მიიღებს. ამ ეტაპზე საძირკვლის მშენებლობა დასრულებულია და მშენებლობა მეორე სართულზე მიმდინარეობს. ბიუჯეტი 7 მილიონზე მეტია და მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.