ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება.

უკვე შერჩეულია მეორე კორპუსი, რომლის ბინადრებს დროებით ქირით გაასახლებენ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბინებს იმავე ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში გადასცემენ. საუბარია ვარკეთილში მდებარე კალოუბნის ქუჩაზე მცხოვრებ 30 ოჯახზე. კორპუსი საცხოვრებლად საშიშია. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში 10 000-მდე კორპუსია. როგორც დღეს გაირკვა, კალოუბნის შემდეგ საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იგეგმება.