დედაქალაქის მთავრობის სხდომა

მერია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას აგრძელებს. ვარკეთილში კიდევ ერთი ახალი კორპუსი აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია კალოუბნის ქუჩის 18 ნომერში. ავარიული კორპუსიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილია და ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.