თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამგორში, ჭიჭინაძის ქუჩაზე იგეგმება შენობის დემონტაჟი, მის ნაცვლად კი ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. 26 ოჯახი ქირით უკვე გაყვანილია. ავარიულ კორპუსის მკვიდრებს მერია ურჩევს დროულად შეიტანონ განაცხადი ჩანაცვლება-რეაბილიტაციის მოთხოვნაზე. მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ. ასევე განიხილეს დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების საკითხი.