რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე მძიმე არტილერიით მიიტანა იერიში. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელეს.

დაიბომბა ხარკოვის ოლქი. უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმის საფრთხე ნარჩუნდება.