ბინების გადაცემა

ვარკეთილის დასახლებაში, მაჭავარიანის ქუჩაზე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ბინებთან ერთად, აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტისგან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხასაც მიიღებენ, რომელიც ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ბინის გასაღები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა. დეკემბრიდან დღემდე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებმა 142 -მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა.