საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ საგანმანათლებლო ბროშურები – „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ წარადგინა. ამ ბროშურების მიხედვით, ახალგაზრდები გაეცნობიან ფულის ისტორიას, მის მნიშვნელობას, ასევე ინფორმაციას მიიღებენ ბიუჯეტის მართვის, ფულის დაზოგვასა და სესხებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის მიღების ძირითად სამიზნე აუდიტორიას V-VII კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ, თუმცა როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნული მასალა ნებისმიერი ასაკის მოზარდისთვის საინტერესო და ინფორმატიულია.