ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში

ოპოზიციის ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. მიზეზად ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციას ასახელებს. პარლამენტში ამ დრომდე მიმდინარეობს მწვავე დისკუსია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მანამდე კი საკუთარ გამოსვლაში კობა გვენეტაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანაში ფასების მატება გამოიწვია.

მისი პროგნოზით, ინფლაცია 2022 წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს.