საქართველოში ექთნების რაოდენობა ექიმებთან შედარებით მკვეთრად მცირეა.
პროფესიისადმი ინტერესის გასაზრდელად და კლინიკებში კვალიფიციური კადრების მოსაზიდად საკანონმდებლო ცვლილება მზადდება. სტუდენტებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში ექთნის პროფესიას ეუფლებიან, სწავლის პარალელურად პრაქტიკული კურსის საავადმყოფოებში გავლის შანსი მიეცემათ. ამავე კანონპროექტის მიხედვით, კოლეჯების კურსდამთავრებულებს სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებაც შეეძლებათ.