ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში

კიდევ ერთი ცვლილება პირველკლასელებთან დაკავშირებით.

ყველა ბავშვი, რომელსაც ექვსი წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდება, პირველ კლასში შესვლის უფლებას მოიპოვებს. 2015 წელს კანონში შესული ცვლილებით განსაზღვრული ვადა უკვე მეორედ გადაიხედა. ჯერ კიდევ შარშან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ სწავლის დაწყების უფლება პირველ ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს მისცა, საბოლოო მიზანი კი ვადის პირველ დეკემბრამდე გახანგრძლივებაა.

ნიშნავს თუ არა გადაწყვეტილება, რომ 2015 წელს შეცვლილმა კანონმა არ გაამართლა – რვა წლის წინ მიღებული კანონის მიხედვით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება არ ეძლეოდათ იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც სასწავლო ასაკი სწავლის დაწყების მომდევნო დღეებში უსრულდებოდათ.

კანონით დადგენილი ასაკი თუ შეფასების ინდივიდუალური მიდგომა – კანონის არაერთხელ შეცვლის შემდეგ გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, პირველ კლასში მიღების როგორი სისტემაა უფრო ეფექტური.