შეხვედრა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე მუშაობა გაგრძელდება და შემუშავდება დაფინანსების ისეთი მოდელი, რომელიც შეთავაზებულ მოდელში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მოხსნის და დაიცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის, ზოგადად, ევროპის ზონაში არსებულ რეგულაციებსა და სტანდარტებს. ამასთან, ახალი წესი დაფინანსების ცვლადობას უზრუნველყოფს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მაუწყებლის დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.