წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია” ექსპერტების შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, მიუთითებს წამების კვალზე.
„ემპათიის“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა დადგინდეს წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზაში, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად, მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე.