სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სასამართლო პროცესის მოახლოებასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო ურთიერთბრალდებები მძაფრდება.

ოჯახი, თანაგუნდელები და ადვოკატები სასჯელის გადავადების მთავარ საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას და სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებებს ასახელებს, რომლის მიხედვით არსებულ გარემოში ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა შეუძლებელია და უცხოეთში გადაყვანაა საჭირო. ორივე დასკვნის მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული, სხვა პათოლოგიებთან ერთად ფიქსირდება წონის მნიშვნელოვანი კლება და მოსალოდნელი მძიმე შედეგიც. თუმცა, ამ შეფასებებს არ ემთხვევა კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობის და იმ ექიმის განცხადებები, რომელიც დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად სხვა კლინიკიდან მიიწვიეს. მიწვეული ქირურგი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სწორი კვების შერჩევის რეკომენდაციას იძლევა.

თეონა ხუბულავამ მოისმინა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.