ახალი სოციალური სისტემა და ცვლილებები

როგორი იქნება მთავრობის ახალი სოციალური პოლიტიკა, – სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეების დიდი ნაწილი ახლა სახელმწიფოსგან კონკრეტულ გეგმას ელოდება. მანამდე პრემიერის ინიციატივას სპეციალისტები აფასებენ. ისინი გადაწყვეტილებას სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით, წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ, თუმცა გარკვეულ სირთულეებზეც მიანიშნებენ. როგორც ირკვევა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უმეტესობა სამსახურზე უარს სწორედ ყოველთვიური შემწეობის დაკარგვის მიზნით ამბობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალმა სისტემამ მოქალაქეებს დასაქმების მოტივაცია უნდა აუმაღლოს. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სახის სპეციალობაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, პრობლემად სახელდება შესაბამისი კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც სპეციალისტების აზრით გადამზადებით უნდა მოგვარდეს. მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალი მოდელი პრეზენტაციას რამდენიმე კვირაში გეგმავს.