ეპიდემიოლოგიური მონაცემები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შეკავებულია. გაორმაგებული ტესტირების, ანუ ყოველდღიურად 20 000-მდე ტესტის პირობებშიც კი, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი აღარ იზრდება. დღეს 4 570 ახალი შემთხვევა გვაქვს. მათ შორის არიან უსიმპტომო ან მსუბუქ სიმპტომიანებიც, რომელთა გამოვლენა ადრე ტესტების ნაკლები რაოდენობიდან გამომდინარე თითქმის ვერ ხდებოდა. შემდეგი ეტაპი უკვე დაავადებულთა რიცხვის კლებაა, რასაც მკაცრი შეზღუდვებისა და რეგულაციების სრულად დაცვის პირობებში, ეპიდემიოლოგები უახლოეს პერიოდში პროგნოზირებენ. ყველაზე სარისკოდ და საფრთხისშემცველად 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდი სახელდება, როდესაც შეზღუდვების მოხსნაა დაანონსებული. არ არის გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.