გაფიცვა დაიწყო თბილისში – უკვე რამდენიმე საათია, შეწყვეტილია ჰოლდინგ „მარგებელში“ შემავალი კომპანიების პროდუქციის დისტრიბუცია.
ქუჩაში გავიდა შპს „ენგადის“ 70-მდე თანამშრომელი. სწორედ ეს შპს ახდენს სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის „ნაბეღლავის“ დისტრიბუციას. მოთხოვნები იგივეა – სახელფასო ანაზღაურების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. დამსაქმებელი თანამშრომლებთან მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუმცა თანამშრომლები შეხვედრაზე პროფკავშირების წარმომადგენლის დასწრებას ითხოვენ.
ვაკო ორმოცაძე იმყოფება დიღომში მდებარე საწყობთან.