ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები და მუშები ადმინისტრაციისგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გასამრჯელო რამდენიმე თვეა არ აუღიათ. საკითხზე შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ.
პროტესტს შეუერთდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებიც, რომლებიც სადავო საკითხში სახელმწიფო მედიატორის ჩართვას მოითხოვენ.
დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც.
სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ ხელმძღვანელობა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.