„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლების გაფიცვა

პროტესტი არ ცხრება ბორჯომში.

მინერალური წყლების კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. 400-მდე გაფიცული თანამშრომლის პროტესტმა დღეს ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა, სადაც მათ სხვადასხვა სფეროს პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ხელფასების 30%-ის ზრდის და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნები დღის წესრიგიდან არ იხსნება, თუმცა მათი განხილვის ფორმატი ამ დრომდე დავის საგანია. კომპანიის რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად, თანამშრომლები ადმინისტრაციასთან პირისპირ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ და შეხვედრაზე პროფკავშირების წარმომადგენლის დასწრებას ითხოვენ, რაც დამსაქმებლისთვის მიუღებელია. პროტესტის ფონზე პარალიზებულია ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხანა.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აქციები ორშაბათამდე აღარ გაიმართება, თუმცა გაფიცვა გაგრძელდება, – ნინო ფისაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ბორჯომიდან.

დატოვე კომენტარი