მეორე დღეა ელენე ხოშტარია არ გამოხმაურებია ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 22 მაისს ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 2.5 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა. თუმცა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. კურიერის ინფორმაციით, „საერთო ჯამში, 2021 წლიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტრანზაქცია შვიდჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.