ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

მკურნალობის კურსს საავადმყოფოში განაგრძობს ელენე ხოშტარია. პარტია „დროას“ ლიდერი მეორე დღეა „ნიუ ჰოსპიტალსშია“. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. როგორც მედიკოსები განმარტავენ, ჩატარდა სამედიცინო ლაბორატორიული კვლევებიც და ანალიზების პასუხები დამაკმაყოფილებელია. ელენე ხოშტარიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას 17 დღის წინ მიმართა. შიმშილობა მან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო.