მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელებს მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე შეხვდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. აქციის მონაწილეებმა კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტი ჭიათურაში მე-8 დღეა გრძელდება. აქციის 10 მონაწილემ კი გვიან ღამით შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მოლაპარაკებათა პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო. ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.