სკანდალი ელენე ხოშტარიას ირგვლივ. „დროას“ ლიდერი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ადასტურებს, რომ რუსეთიდან მის ოჯახს თანხა ერიცხება. ხოშტარიას ამბობს, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე და მარიინსკის თეატრიდან 25 წელია ჰონორარს იღებს. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. „ამავე ცნობით, ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.