თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი ელენე ხოშტარია 2 ოქტომბერს მოქალაქეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას კონკრეტული რჩევები მისცა. „დროას“ დამფუძნებლის თქმით, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური პარტიებიდან არაერთი დამკვირვებელი იქნება მობილიზებული, რომლებიც ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. ის მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობის მოუწოდებს.