„ევროპული საქართველო“ დადებითად აფასებს ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა აცხადებს, რომ ამით გამოძიება არ უნდა დასრულდეს. ელენე ხოშტარიას თქმით, უნდა დადგეს პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორის.
„ევროპული საქართველოს“ თქმით, პროკურატურის მაღალჩინოსნები მომხდარის დღიდან ცდილობდნენ დანაშაულში მონაწილე პირებისთვის ხელის დაფარვას, რაც ჯერ საგამოძიებო კომისიისთვის გახდა ცნობილი, ახლა კი კომისიის დასკვნას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს.
ელენე ხოშტარიას მმართველ გუნდში უპასუხეს.