ელენე ხოშტარიას განცხადება

პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მისი ოჯახის ფინანსური მემკვიდრეობის შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ხოშტარიას განცხადებით, მათი ოჯახის კუთვნილ შემოსავალს, მემკვიდრეობასა და ფინანსებს საჯაროს გახდის და მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შეისწავლონ მისი ოჯახის ყველა დოკუმენტი, ანგარიშები. ის მზადაა, ამ მოკვლევის შედეგებიც საჯარო გახდეს.