ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას „ანტიდასავლურს“ უწოდებს. „დროას“ ლიდერის თქმით, კობახიძე ცდილობდა დაეკნინებინა კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.