მზადება 26 მაისისთვის

ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს – ქვეყნის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 106, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან კი 33 წელი სრულდება. ისტორიაში პირველად საქართველო წელს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება. საზეიმო ღონისძიებები დილის ათი საათიდან წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, საქართველოს ყველა ცენტრალურ მოედანზე კი 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება. მასშტაბური ღონისძიებები ქვეყნის 18 ქალაქში გაიმართება. წლევანდელი 26 მაისის მთავარი კონცეფციაა – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.