ელენე ხოშტარია დავით სერგეენკოს პარლამენტში დაბარებას ითხოვს. მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური პრობლემებია.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სოციალური მუშაკების პროტესტს ეხმაურება. ის ამბობს, რომ 4 წლის გოგონას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი რიგის სისტემური ხარვეზები გამოავლინა, რასაც სასწრაფო მოგვარება სჭირდება.
ხოშტარია იზიარებს იმ მოთხოვნებს, რაც სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს წაუყენეს და მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ თემებზე სალაპარაკოდ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი მივიდეს.