ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე, ბრალდებულ მეგის ქარდავას საქმის გამოყოფა მოითხოვა პროკურორმა. მისი განმარტებით, ქარდავა უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და ეს გარემოება დანარჩენი ბრალდებულების მიმართ საქმის გაჭიანურებას გამოიწვევს.
ადვოკატის განმარტებით, ის პროკურორის პოზიციას ეთანხმება, თუმცა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ის 14 დეკემბერს მეგის ქარდავას შეხვდება და მის პოზიციას მოისმენს საქმის გამოყოფასთან დაკავშირებით.
მოსამართლემ მხარი დაუჭირა დაცვის მხარეს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ბრალდებულ მეგის ქარდავას პოზიციას მოისმენს.