პატიმართა წამების საქმე

წამების უმძიმეს ეპიზოდებში ბრალდებული მეგის ქარდავა თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. წლების წინ ჩაწერილი ფარული ვიდეომასალა, სადაც პატიმრის ღირსების შელახვა, ფსიქოლოგიური ძალადობა და წამებაა ასახული, პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეს მხოლოდ ნაწილია გაცილებით მძიმე დანაშაულის ამსახველი მასალის, რომელიც ქართული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქარდავას კიევის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს და შემდეგ ქართულ მხარეს გადმოსცეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უმძიმესი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

დატოვე კომენტარი