„განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“ – ამ თემაზე, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და განათლების სისტემის რეფორმის პროცესში კერძო სექტორის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მიზანი, ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაანალიზებაა.