ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.
მხარეებმა განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართულებებიც.
შეხვედრას 100-მდე კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.