ჯანდაცვის ახალი მინისტრი

რა გეგმა აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს – გაცნობითი შეხვედრა სამინისტროში უკვე გაიმართა. ზურაბ აზარაშვილი თანამშრომლებს ეკატერინე ტიკარაძემ წარუდგინა. მომავალ გუნდს მან მოკლედ გააცნო საკუთარი ხედვებიც. პანდემიის პირობებში ყველაზე რთული და მაღალბიუჯეტიანი უწყების ხელმძღვანელი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. პრემიერის გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ასევე დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან.

ანა ბროლაძე დეტალებით.