პარლამენტის პლენარული სხდომა

ხმაური პარლამენტში. კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. პროექტი, რომელიც ლადო კახაძემ წარადგინა, ერთი მოსმენით განიხილება და კანონის მოქმედების ვადის ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. კახაძე აცხადებს, რომ მთავრობა პანდემიას სწორად მართავს და მას პარლამენტმა ამის საშუალება არ უნდა შეუზღუდოს.

ოპოზიციას შეკითხვები აქვს, რა კეთდება საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით და რატომ გამოაქვთ საკითხი დეპუტატებს და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს. დისკუსიისას ვაქცინაციის საკითხზე და ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობაზეც ისაუბრეს. ლადო კახაძეს ანა ნაცვლიშვილმა მიმართვის ის ფორმა დაუწუნა, რომლითაც დეპუტატმა მინისტრი მოიხსენია, რასაც მწვავე კამათი მოჰყვა.