ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ცვლილება მინისტრთა კაბინეტში.

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს. ჯანდაცვის მინისტრი დაკავებულ პოსტზე თვის ბოლომდე იმუშავებს. ტიკარაძე მმართველ პარტიაში რჩება, ის საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს. განცხადება ერთი საათის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გაკეთდა. ეკატერინე ტიკარაძეს გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, მასა და მთავრობას შორის, უთანხმოების თემა იყო, მწვანე კოვიდ-პასპორტების ვადებს ეხება. ჯანდაცვის მინისტრი კოვიდ-გადატანილებისთვის მწვანე საშვების უვადოდ მოქმედებას არ ეთანხმება და ამ საკითხზე პოზიცია ერთი კვირის წინ ჩვენთან ინტერვიუშიც დააფიქსირა.