ჯანდაცვის სამინისტროს შემაჯამებელი ანგარიში

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

რა პროექტები განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორ მიმდინარეობდა პანდემიის მართვა და რამდენად შედეგიანია სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები სოციალური მიმართულებით – ჯანდაცვის მინისტრი ამ და სხვა საკითხებზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში საუბრობდა. ვინ ესწრებოდა ანგარიშის წარდგენას და რაზე გაამახვილა ყურადღება ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც წლის ბოლოს თანამდებობას ტოვებს და უახლოეს პერიოდში მისი შემცვლელის ვინაობა დასახელდება.