შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

ეკატერინე ტიკარაძე, სამედიცინო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული. აღნიშნული, სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას გულისხმობს.