ჯანდაცვის მინისტრი გადადგა - პოლიტიკური შეფასებები

ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს – მმართველ გუნდში კონსულტაციების დაწყებას აანონსებენ. მედიაში კი უკვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატურებზე – ლევან რატიანი, არჩილ თალაკვაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნინო კობახიძე.

ახალი კადრი „ქართულმა ოცნებამ“ წლის ბოლომდე უნდა შეარჩიოს, სწორედ ამ დრომდე გააგრძელებს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი თანამდებობაზე მუშაობას. არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა მის გადადგომასაც. ოპოზიცია ტიკარაძის გადაწყვეტილებას პრემიერთან დაპირისპირებას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ უთანხმოების მიზეზი მხოლოდ კოვიდ-პასპორტები არ ყოფილა. მთავრობის მეთაურთან კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველი პარტიის ლიდერები და მთავრობის წევრები, რომლებიც ზოგადი განცხადებებით იფარგლებიან და პარტიაში მინისტრის დარჩენით ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობენ. თავად ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერთან დაპირისპირება არ დაადასტურა და თქვა, რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება.