ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმე
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გახმაურებული საქმის გაგრძელება.
დაკავებულია კიდევ ერთი ჩინოვნიკი – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელსაც გამოძიება სექტემბერში გახმაურებული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ამავე საქმეში ბრალდებულ გია თვალავაძისთვის გადასაცემ თანხას დღეს დაკავებულ პირს ურიცხავდნენ იმ აფთიაქების მფლობელები, სადაც ფსიქოტროპული წამლები ურეცეფტოდ იყიდებოდა.