ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ტრანსნაციონალური დანაშაული

ე.წ. ქოლცენტრების სკანდალური საქმის გაგრძელება.

ოქტომბერსა და იანვარში დაკავებულთა წრე გაფართოვდა. აყვანილია ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ხუთი წევრი. გამოძიება მათ თაღლითური დანაშაულებრივი სქემის შემუშავებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა საქართველოში შექმნილი საწარმოების ბაზაზე ქოლცენტრები დააფუძნეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მათ მიერ დაარსებული ელექტრონული პლატფორმებით არარსებულ ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობას სთავაზობდნენ. გამოძიების მიხედვით, შედეგად  დანაშაულებრივი ჯგუფი მილიონი ლარის ოდენობის თანხას უკანონოდ დაეუფლა. საქმე, რომელიც პროკურატურამ გახსნილად ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოაცხადა, სამართლებრივ სფეროს გასცდა და პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ თემად იქცა. ხელისუფლება და ოპოზიცია საქმის მიღმა ერთმანეთის კვალს ხედავენ. ორივე მხრიდან სახელდება კონკრეტული გვარები.