საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. მონაწილეობას მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იწყებს. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 40-მდე ქართული კერძო კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე თბილისის მერია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოელ კოლეგებთან.