პრემიერი მსოფლიო ლიდერთა სამიტზე

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე მხარდაჭერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა. დუბაიში გამართული აუდიენცია იმ რეფორმებზე საუბარს დაეთმო, რომლებიც სტატუსის მოსაპოვებლად ბოლო პერიოდში გატარდა. ბუნებრივია, დღის წესრიგში იყო ის სამოქმედო გეგმაც, რომელიც ხელისუფლებამ ევროკომისიისგან მიღებული ახალი რეკომენდაციების შესასრულებლად მოამზადა. პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ 15 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის 27 ქვეყნისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. შეხვედრა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტის ფარგლებში შედგა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერები ესწრებიან, რათა კლიმატური ცვლილებებით მოსალოდნელი საფრთხეების შესამცირებლად ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.