საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა – გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა

15:34, 07.03.2023

მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენა „აითიბი ბერლინი“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ასეთია მთავარი სლოგანი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მასშტაბური ღონისძიების 200 ათასამდე სტუმარს საკუთარ უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

მსგავსი