საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა - გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა
მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენა „აითიბი ბერლინი“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ასეთია მთავარი სლოგანი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მასშტაბური ღონისძიების 200 ათასამდე სტუმარს საკუთარ უნიკალურ კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.