ერთი დღე ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნამდე

ერთი დღე ბერლინის ტურისტული გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე. მასშტაბური საერთაშორისო ექსპოზიციის წარმომადგენელი წელს საქართველოა. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – 180-ზე მეტ სახელმწიფოს შორის, ჩვენი ქვეყანა ამ გზავნილით წარდგება. გერმანიის დედაქალაქის ყველა ცენტრალური და ტურისტული ადგილი საქართველოს სარეკლამო ბანერებით გაფორმდა. უკვე თითქმის მზადაა ქართული სტენდი, რომელიც წელს ათას კვადრატულ მეტრზე გამოფენის ცენტრში იქნება წარმოდგენილი და „აითიბი ბერლინის“ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას გააცნობს. ბერლინში უკვე გაემგზავრა პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც გამოფენის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.