დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

12:17, 29.04.2019

საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. მონაწილეობას მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იწყებს. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად  40-მდე ქართული კერძო კომპანია არის  წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და  კურორტების დეპარტამენტი, ასევე თბილისის მერია მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოელ კოლეგებთან.

მსგავსი